1 საათის და 21 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ამას ვერც კი აღგიწერთ, რას გაუძლეს ჩემმა მოთამაშეებმა - ალექსანდარ ჯიკიჩი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ჯიკიჩის გაწვრთნილმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად 8 ქულით აჯობა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაციის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე მონტენეგროსთან მოგებას პორტუგალიასთან გამარჯვებაც მიაყოლა და ფინალური ეტაპისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა მეტოქე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ესპანეთში იმარჯვა, ბოლო მეოთხედში გატეხა და საკმაოდ კომფორტული სხვაობით აჯობა – 98:90.

მატჩის დასრულების შემდეგ, ალეკსანდარ ჯიკიჩმა და რატი ანდრონიკაშვილმა მატჩი შეაფასეს და მეტოქის სიძლიერეს გაუსვეს ხაზი.

ალეკსანდრ ჯიკიჩი: ''უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. ის ძალიან რთული მეტოქეა, ძალიან რთული. მათ იმაზე მეტი ტალანტი აქვთ, ვიდრე ამას ხალხი ხედავს. ვფიქრობ, ეს დროს მოითხოვს, რომ ყველამ გაიაზროს, როგორი კარგი ნაკრები ჰყავთ.

არ არის იოლი მოუგო ესპანეთს, საბერძნეთს და სხვა მეტოქეებს. ჩვენ ვუყურებდით ამ თამაშებს და ეს გუნდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. იმ შემადგენლობას, რომელსაც საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ვადევნებდით თვალს, მათ დაამატეს ძირითადი ცენტრები: კეტა, რომელზეც ყველამ ვიცით ვინც არის, და ეს ახალგაზრდა ბიჭი სენტ ჯონსიდან, პრეი.

ეს ნამდვილად სერიოზული გაძლიერებაა ამ გუნდისთვის. გამოცდილ მცველებთან და ისეთ მექულესთან ერთად, როგორიც უილიამსია. დღეს საღამოს ჩვენს წინაშე ძალიან მძიმე ამოცანა იდგა. ჩვენ ვიპოვეთ გზა, თუ როგორ ''გადავრჩენილიყავით''.

მადლობა ჩემს მოთამაშეებს. წარმოიდგინეთ, შენგელია 40 წუთის განმავლობაში მყავდა მოედანზე. თუ ჩემი წამყვანი მოთამაშეების წუთებს შეხედავთ, თითოეულ მათგანს უზარმაზარი დატვირთვის გაძლება მოუწია. ვფიქრობ, მოგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის.

„მივმართავ ყველას, ვინც გვიყურებს – რატი ანდრონიკაშვილი თავისუფალი აგენტია“…


Facebook კომენტარები