2 საათის და 39 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

როცა ოქროს ბურთს ჩაიტანს, თბილისში ვიქნები და... - როგორ ეხმაურებიან ფრანგი ქომაგები კვარას თამაშს ასტონ ვილასთან

ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი შესანიშნავად დაიწყო, ევროპის სუპერთასის ფინალში „ასტონ ვილას“ გაუტანა და „პარი სენ-ჟერმენს“ სეზონის პირველი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:1.

ზალცბურგის „რედ ბულ არენაზე“ გამართული შეხვედრის მე-20 წუთზე პარიზელების ქართველმა ვარსკვლავმა შეტევა მარცხენა ფლანგიდან განავითარა, მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა და ფრანგული გრანდი წინ გაიყვანა.

მართალია, ინგლისელებმა 45-ე წუთზე 17 წლის ბრაიან მაჯოს გოლით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ 61-ე წუთზე დეზირე დუემ „ასტონ ვილას“ მეორე ბურთი გაუტანა და „პარი სენ-ჟერმენმა“ ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

აღნიშნულ გამარჯვებას პარიზელი ქომაგები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ და თითოეული მათგანი განსაკუთრებულად აქებს ხვიჩა კვარაცხელიას

"მინდა, თბილისში ვიყო, როცა კვარა ოქროს ბურთს ჩაიტანს და ეს ემოცია განვიცადო"

"საუკეთესოა, უბრალოდ არ არსებობს მასზე უკეთესი ფეხბურთელი"

"გადამწყვეტ მომენტში ყველას ანადგურებს, ის შეუფასებელია"

"მადლობა ღმერთს, კვარა ვიყიდეთ, ეს გადამწყვეტი იყო"

"მესამე ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ კვარას წყალობით"

Facebook კომენტარები