4 საათის და 24 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ცნობილია, რა თანხა მიიღო იბერიამ ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლით

ევროპის ლიგაზე ჩრდილოეთირლანდიური „ლარნის“ დამარცხებისთვის თბილისის იბერია 1.5 მილიონი ლარის ბონუსს მიიღებს.

ჩემპიონთა ლიგაზე „ფლორასთან“ მოგების შემდეგ „იბერია“ გუნდის წევრებს პრემიის სახით 500 ათას ლარს დაჰპირდა. ესტონური ბარიერის გადალახვის შემდეგ კი ხელმძღვანელობამ თანხა ფეხბურთელებს ისე დაურიცხა, რომ უეფა-ს მიერ ევროტურნირზე მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის ჩარიცხვას არ დალოდებია.

ახლაც, ჩრდილოეთირლანდიელებთან შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, „იბერიის“ მენეჯმენტის მიზანია, გუნდის წევრებს მოტივაცია კიდევ უფრო გაუზარდოს. ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე „ლარნის“ დამარცხებისთვის გუნდი 1,5 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო მეოთხე ეტაპის მოგების შემთხვევაში – დამატებით 1,5 მილიონს. ქართულ გუნდებს მსგავსი ოდენობის პრემია აქამდე არასდროს მიუღიათ.

Facebook კომენტარები