არგენტინელმა ჟურნალისტმა, იანინა ლატორემ, გაამხილა, რომ ლეო მესიმ, იმ ადამიანებს, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე დასასწრებად, ბილეთის შეძენა არ შეეძლოთ, განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა. ლატორეს თქმით, მესიმ პირადად იზრუნა ამაზე და თავის წარმომადგენლებს დაავალა, რომ რამდენიმე ადამიანს, ვისაც ბილეთების ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ისინი უფასოდ მიეღო. ამ ადამიანებს შორის კი იყვნენ კაბო ვერდეს მეკარე ვოზინია და მისი ოჯახის ოთხი წევრი.
არგენტინა და კაბო ვერდე, ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 - ფინალში დაუპირისპირდნენ. ის მატჩი საკმაოდ დრამატული გამოდგა და "ალბისელესტემ" მეტოქე, დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა. ეს თამაში, საკმაოდ ემოციური სწორედ 40 წლის მეკარის გამოც აღმოჩნდა. როგორც თავად ვოზინიას ჰქონდა ნათქვამი, მისი მთავარი ოცნება, სწორედ ლეო მესის წინააღმდეგ თამაში იყო.