ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა დაადასტურა, რომ ახალი სეზონისთვის მზადებას ოფიციალურად 25 ივლისს დაიწყებს.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 5 აგვისტოს ამხანაგურ მატჩში მალიორკას შეხვდება, 8 აგვისტოს კი მანჩესტერ იუანიტედს. 13 აგვისტოს გუნდს უეფას სუპერთასის ფინალი ელის ასტონ ვილასთან.
ის ფეხბურთელები, რომლებიც მუნდიალზე არ თამაშობდნენ, გუნდს 25 ივლისიდანვე შეუერთდებიან, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც. ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეები მოგვიანებით დაიწყებენ მზადებას.