ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლამინ იამალმა ესპანეთის ნაკრების ვარჯიში გამოტოვა.
როგორც რომანო წერს, ფეხბურთელს კუნთის არეში დისკომფორტი აქვს და დატვირთვა ვერ მოახერხა.
იამალის ესპანეთის ნაკრები 19 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინას შეხვდება.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად მძიმეა იამალის ტრავმა და მოასწრებს თუ არა ის მომჯობინებას. რამდენიმე მედია საშუალების ცნობით, ეს ძველი ტრავმის რეციდივია, რაც უარყოფითად აისახება მის არგენტინასთან თამაშზე.
მიმდინარე ტურნირზე ბარსელონას ვარსკვლავს 1 გოლი აქვს - ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ დაასახელეს.