3 საათის და 14 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa
უგულშემატკივრე სპართან ერთად

ლიონელ მესი - ფიფა ჩვენ გვეხმარება? ერთს გეტყვით...

ლიონელ მესის ინგლისის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ კითხვა ფიფასთან დაკავშირებით დაუსვეს.

„არა... წარმოუდგენელია ის, რასაც მივაღწიეთ. ზედიზედ ხუთი ფინალი, მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ ორი ფინალი... ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ საუკეთესოები ვიყავით."

ვისაც არ უნდა სწყინდეს, რასაც არ უნდა ამბობდნენ, ამ გუნდმა აჩვენა, რომ მოედანზე არავინ არაფერს გვაძლევს საჩუქრად."

ჩვენ ვითამაშეთ სიამაყით, გულით, ფეხბურთით... ჩვენ ქამბექი შევასრულეთ. ბედნიერი და ამაყი ვარ“, - ამბობს მესი.

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 19 ივლისს ესპანეთს შეხვდება.

Facebook კომენტარები