1 წლის და 5 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რონალდუ და ჯორჯინა შორდებიან!? - უახლესი ინფორმაცია პორტუგალიური მედიისგან

პორტუგალიური გამოცემა Telecinco-ს ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესს საუკეთესო პერიოდი არ უდგათ.

მეტიც, გასულ დღეებში წყვილმა საზოგადოებაში ხმამაღლა იკამათა, რამაც ყველა გარშემო მყოფი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.

როგორც წყარო იუწყება, საუდის არაბეთში გადაბარგების შემდეგ, კრიშტიანუ და ჯორჯინა ხშირად ჩხუბობენ.

აღნიშნულ ინფორმაციას მოდელი ინსტაგრამზე გამოეხმაურა და შემდეგი სახის პოსტი განათავსა:

"შურიანები იგონებენ ჭორებს, რომლებიც შემდეგ ხალხში ვრცელდება."

Facebook კომენტარები