7 საათის და 41 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ჯონ ჯონსი - გამთენიისას ილიას მენეჯერმა ქართველთან დაკავშირებით ასეთი რამ მითხრა

UFC-ს ლეგენდამ, ჯონ ჯონსმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა:

დროთა განმავლობაში ილია კარგ პოზიციაზე აღმოჩნდება. მას აქვს რწმენა, ჰყავს ძლიერი გუნდი და წარმატებისთვის საჭირო ფაქტორების დიდი ნაწილიც სწორედ ეს არის

მას აქვს შრომის ეთიკა და ვფიქრობ, საკუთარ თავთან გულწრფელია. მე და ილიას ერთი და იგივე მენეჯერები გვყავს. დღეს გამთენიისას მასზე ვსაუბრობდით და როგორც მოვისმინე, ის არის თავმდაბალი, გულწრფელი და კარგად აცნობიერებს, რომ სასურველი პერფორმანსი ვერ აჩვენა

ვფიქრობ, გალიაში ჯანსაღად დასაბრუნებლად ეს ნომერ პირველი ნაბიჯია. როდესაც მებრძოლები თავს იმართლებენ, სწორედ მაშინ ხდება რთული დაბრუნება და რევანშის მოგება. მაგრამ ბიჭები, რომლებიც ამბობენ: იცით რა? უკეთესადაც შემეძლო, მეტის გაკეთება შემეძლო... საკუთარ თავთან გულწრფელობა MMA-ში მთავარი გასაღებია“, - ამბობს ჯონსი.

ილია თოფურია 15 ივნისს თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა.

Facebook კომენტარები