1 საათის და 46 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

დასახელდა ილია თოფურიას UFC-ში დაბრუნების თარიღი

ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა, ხეხუს გალომ ქართველი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„ფიზიკურად ილია უკვე სულ სხვა ადამიანია. ცხადია, გარკვეული დისკომფორტი აქვს, თუმცა ისე გამოიყურება, თითქოს არც უბრძოლია.

ბრძოლიდან სულ რაღაც კვირა და ორი დღეა გასული და ილიას სახეზე შეშუპება და ჩალურჯებები უკვე სრულად გაუქრა. მართალია, ტკივილსა და დისკომფორტს კვლავაც გრძნობს, მაგრამ ვიზუალურად ის ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ექიმების თქმით, რადგან თვალბუდის მოტეხილობისას ძვალი არ გადაადგილებულა, დამატებითი ჩარევა საჭირო არ არის და ის თავისით, დაახლოებით 6-8 კვირაში შეხორცდება.

რაც შეეხება მის ოქტაგონზე დაბრუნებას, ძვლის შეხორცების შემდეგ ილიას სრულად აღსადგენად და სავარჯიშოდ დაბრუნებისთვის კიდევ დასჭირდება დრო – ჯამში, ეს პროცესი მინიმუმ 2-3 თვეს წაიღებს. შესაბამისად, მისი მომდევნო ბრძოლა, იქნება ეს რევანში თუ სხვა დაპირისპირება, შესაძლოა, წლის ბოლოსკენ, დეკემბერში, ვიხილოთ“, – აღნიშნავს გალო.

29 წლის თოფურია 15 ივნისს, თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დათმო.

Facebook კომენტარები