იტალიური "ნაპოლი" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მეორე ტრანსფერს ხურავს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "პარტენოპეის" "უდინეზესა" და სერბეთის ნაკრების ნახევარმცველი, ლაზარ სამარჯიჩი მოჰყავს. მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.
კამპანიელთა რწმენით, მომავალ კვირაში ლაზარი იტალიის მოქმედ ჩემპიონთა რიგებში ჩაირიცხება.
"უდინეზე" 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს. საინტერესოა ისიც, რომ ლაზარს 3 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურება მოუთხოვია, რაც ხვიჩა კვარაცხელიას წლიურ ხელფასს ლამის სამჯერ აღემატება.
ლაზარი "ზებრებში" 2021 წელს, "ლაიფციგიდან" აღმოჩნდა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში მან თავი 2 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა. სხვათა შორის, ამ 2 გოლიდან ერთ-ერთი სერბმა სწორედ "ნაპოლის" გაუტანა.
შეგახსენებთ, რომ ნეაპოლურმა კლუბმა იანვარში უკვე მოასწრო ერთი ტრანსფერის გაჩარხვა. აურელიო დე ლაურენტისმა "სალერნიტანადან" მარცხენა მცველი, პასკუალე მაცოკი 3 მილიონ ევროდ შეიძინა.