4 საათის და 54 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

პირდაპირ გეტყვით, კილიან მბაპეს ეს არ შეუძლია - ფრანგი ჟურნალისტი

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, ფრანგულ პრესაში კი კილიან მბაპეს ზედიზედ მეორე წარუმატებელ სეზონზე საუბრობენ. 

კერძოდ, იუთუბის არხ Pierrot Le Foot-ის გადაცემაში, ფრანგმა ჟურნალისტმა პიერ მენესმა აღნიშნა, რომ მბაპემ მაგალითი „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევების, უსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიასგან უნდა აიღოს. 

„ამას ადრეც ვამბობდი: მბაპე სწრაფად იღლება. მას დიდებული სისწრაფე აქვს, თუმცა ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი აჩქარებების გაკეთება ბევრჯერ შეუძლია. მბაპე მიჩვეულია იმას, რომ კონტრშეტევების დროს ის პასების პირველი ადრესატია. ამიტომ, რაც უფრო ნაკლებს მუშაობს ის დაცვაში, მით უფრო მეტი ენერგია რჩება კონტრშეტევაში გასაქცევად. შეუძლია თუ არა მბაპეს დაცვაში ისე ჩასვლა, როგორც ამას კვარაცხელია ან დემბელე აკეთებენ? რა თქმა უნდა, თუმცა მთელი სეზონის განმავლობაში მბაპე ამას ვერ გააკეთებს“. 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა გარემარბმა პარიზულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო, 27 წლის მბაპეს კი ამ ტურნირის ფინალში ერთხელ აქვს ნათამაშები (პსჟ - ბაიერნი 0:1)

Facebook კომენტარები