8 საათის და 7 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

მსოფლიოში საუეთესო ვინგერი ქართველია - კვარას შესახებ საოცარი განცხადება გაკეთა

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას საოცარ თამაშს ჩემპიონთა ლიგაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

ტიერი ანრი: "კვარაცხელია თავისი ხედვითა და დრიბლინგებით მეტოქის საჯარიმოში ქაოსს ქმნის. მან ბურთი მიიღო და იდეალური პასი გადასცა უსმან დემბელეს, რამაც ფაქტობრივად ფინალისტის ვინაობა გადაწყვიტა. ეს ნებისმიერი დაცვისთვის ნამდვილი კოშმარია!".

L, equpie: "უსმან დემბელე უკვე ოქროს ბურთის მფლობელია, ხვიჩა კვარაცხელია კი ამ ჯილდოს იმსახურებს".

GOAL.COM: "ხვიჩა კვარაცხელია კვლავ შეუჩერებელი იყო. მან დაცვაშიც უდიდესი შრომა გასწია. მისი თამაშის ყურება ნამდვილი სიამოვნებაა".

la gazzetta dello sport: "დაუცველი მარჯვენა ფლანგი და საუკეთესო კვარაცხელია, რომელიც თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. კვარა გამანადგურებელია!"

LE PARIZIEN: "ბაიერნის" ფეხბურთელები ხვიჩას ვერც დაცვაში და ვერც შეტევაში ვერაფერს უხერხებდნენ! მას ბურთს უჯარიმოდ თითქმის ვერ ართმევენ".

რიო ფერდინანდი: "კვარა, ახალი დონეა, ძმაო!"

სტივენ ჯერარდი: "ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო ვინგერია! ის ძალიან ძლიერი და სახიფათოა. სხვა ვინგერებისგან განსხვავებით, მხოლოდ ბურთით არ თამაშობს. ეს ბიჭი ყველაფერს აკეთებს!"

ვიქტორ ოსიმენი: "საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია, ხვიჩა კვარაცხელიაა. ის წარმოუდგენელი მოთამაშეა და ასევე გასახდელშიც ძალიან დაფასე­ბული. მოედანზეც და მის გარეთაც, ის ყოველთვის ასეთია. ჩვენ დღემდე გვაქვს კონტაქტი".

ნუთუ ახლა ჩვენ იმ რეალობაში ვართ, სადაც მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ქართველია?!

Facebook კომენტარები