„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ, მატვეი საფონოვმა, მის საფირმო შორეულ სროლებთან დაკავშირებით „ბაიერნთან“, ასევე „ლანსთან“ მედიასა და გულშემატკივრებში გავრცელებულ საუბრებზე კომენტარი გააკეთა.
„ჩემი შორეული აუტები? ამაზე ბევრმა ისაუბრა! ძალიან სასაცილოა, როდესაც რეალურ ინფორმაციას ფლობ. მირჩევნია, კვლავაც ვადევნო თვალი იმას, რასაც ამბობენ!“ - განაცხადა მატვეი საფონოვმა.
როგორც ჩანს, პსჟ-ს მეკარე თავისი სროლების სპეციფიკასა თუ ზუსტ ციფრებზე საიდუმლოს ბოლომდე არ ამხელს და მედიაში გავრცელებული ვერსიების მოსმენით კარგად ერთობა. მისი ეს უნარი კი პარიზული კლუბისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტაქტიკურ იარაღად რჩება.