ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის რეალი მზად არის, პარი სენ-ჟერმენს ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 175 მილიონი ევრო შესათავაზოს
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი ლიდერი და ოქროს ბურთის კანდიდატია
ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩას 16 საგოლე მოქმედება აქვს. ის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც საგოლე მოქმედება ზედიზედ 7 შეხვედრაში შეასრულა პლეიოფში.
მოქმედი კონტრაქტი პარი სენ-ჟერმენთან კვარაცხელიას 2029 წლამდე აკავშირებს.