„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ საპასუხო შეხვედრაშიც 2:0 დაამარცხა და მატჩის შემდეგ „კვარამ“, რომელმაც საგოლე გადაცემა მიითვალა, კომენტარი შეხვედრის გმირის, უსმან დემბელეს შესახებ გააკეთა.
უსმან დემბელე საოცარი ფეხბურთელია და ოქროს ბურთი სწორედ ამიტომ მოიგო. მას შეუძლია ეს პრესტიჟული ჯილდო კიდევ მოიგოს და გვიხარია, რომ გუნდში მისნაირი მოთამაშე გვყავს.
რეალი თუ ბაიერნი — რომელთან შეხვედრა გვირჩევნია? არც ერთს ვანიჭებთ უპირატესობას. ვნახოთ, ნახევარფინალში ვინ გავა. ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის კარგად მოვემზადებით. ახლა უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ყველას უნდა და ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ.“ - ამბობს კვარა.