5 საათის და 36 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

დასახელდა ლუის ენრიკეს ხელფასი პარი სენ-ჟერმენში

ფრანგულმა მედიამ ლუის ენრიკეს ხელფასის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ამჟამად ესპანელი სპეციალისტი წელიწადში 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ის 20 მილიონს მიიღებს, გუნდში 2030 წლამდე დარჩება და მსოფლიოს 3 ყველაზე მაღალ ანაზღაურებად მწვრთნელს შორის იქნება.

Facebook კომენტარები