ლუის ერნიკეს კომენტარი ტულუზასთან 3:1 მოგებული მატჩის შემდეგ.
„მწვრთნელის საქმე რთულია - უნდა იფიქრო მატჩების მოგებაზე და ასევე ფეხბურთელების კონდიციებზე იზრუნო. სანაკრებო პაუზები დამატებით დამატებით სირთულეებს ქმნის. ტიტულების მოსაგებად ბევრი ფეხბურთელია საჭირო.
დღეს, მიუხედავად შემადგენლობისა, საქმეს თავი კარგად გავართვით. გონსალუ რამუშმა 5 წუთი ითამაშა და გაიტანა. ის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, რაც ძალიან მომწონს. ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ ჩემგან მეტს იმსახურებს.
ბერალდომ ახალ პოზიციაზე ითამაშა და ძალიან კარგი იყო. ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა უჩვეულო პოზიციაზე - დღეს დუემ ფორვარდად ითამაშა, მაგრამ ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა გინდა. ვცდილობ, ყველა ფეხბურთელის თამაში გავაუმჯობესო. ხანდახან მეც ვცდები.
მინდა, გავარკვიო, რამდენად შესწევთ უნარი, თავი გაართვან შექმნილ სიტუაციას განურჩევლად იმისა, თუ რომელ პოზიციაზე არიან. ახლა ჩემპიონთა ლიგისთვის უნდა მოვემზადოთ, მაგრამ დღეს ასევე „ლანსზე“ ზეწოლა გავზარდეთ. ეს ჩემპიონთა ლიგისთვის იდეალური მომზადება არ ყოფილა. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, რაც მარტივი არ ყოფილა, იმიტომ რომ „ტულუზა“ თავს კარგად იცავდა. სტანდარტული მდგომარეობიდან გაგვიტანეს, რამაც საქმე გაგვირთულა, მაგრამ 3 ქულა დავიმსახურეთ.
საფონოვის თამაში? ვცდილობ, ფეხბურთელებს დავეხმარო. საფონოვს არავითარი პრობლემა არ აქვს - მეკარე ხანდახან ცდება, ისევე როგორც მცველი, ნახევარმცველი ან თავდამსხმელი. ეს ფეხბურთის ნაწილია. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვთამაშობთ ყველა ხაზში“.