საქართველოს ნაკრების და პსჟ-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია Transfermarkt-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიაში 25-ე ადგილს იკავებს.
გერმანულმა პლატფორმამ 2026 წლის აპრილის მონაცემებით მსოფლიოში 100 ყველზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია 90 მილიონ ევროდ არის შეფასებული და 25-ე პოზიციაზეა.
ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს.
