ირალენდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოქტაგონზე ბრუნდება.
37 წლის მებრძოლი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის მიმდინარე წლის ივლისში იბრძოლებს.
„ჭორები მართალია. ბატონი თავდაჯერებულობა ბრუნდება, რათა ისევ იბრძოლოს. მალე შევხვდებით, ბიჭებო! აღფრთოვანებული ვარ და სრულ მზადყოფნაში“, - წერს მაკგრეგორი.
ირლანდიელმა ბოლო ბრძოლა 2021 წლის ივლისში ჩაატარა და დასტინ პორიესთან დამარცხდა. მაკგრეგორი UFC-ს ორი წონის ჩემპიონია და ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავად ითვლება.
MMA-ს ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის ცნობით, მაკგრეგორი 2026 წლის ივლისში იბრძოლებს და მისი მეტოქე, შესაძლოა, მაქს ჰოლოუეი იყოს.