1 დღის და 11 საათის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

შთამბეჭდავი ციფრია - ცნობილია, რა თანხა მიიღო ჩარლზ ოლივეირამ მაქს ჰოლოუეისთან გამარჯვებისთვის

2026 წლის 8 მარტს ლას-ვეგასში გამართულ UFC 326-ზე ჩარლზ ოლივეირამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და მაქს ჰოლოუეის მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (50-45) დამარცხებით ახალი BMF-ის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. 11-წლიანი მოლოდინის შემდეგ აღებული რევანში ბრაზილიელი მებრძოლისთვის ფინანსურადაც საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ UFC და ათლეტური კომისიები ბრძოლის დასრულებისთანავე იშვიათად ასაჯაროებენ ზუსტ ოფიციალურ მონაცემებს, წამყვანი სპორტული გამოცემებისა და მებრძოლის კონტრაქტის ისტორიის საფუძველზე, ოლივეირას ჰონორარის მიახლოებითი მოცულობა უკვე შეფასებულია. მისი გარანტირებული საბაზო ანაზღაურება თითო ბრძოლაზე 750 ათასიდან 1 მილიონ დოლარამდე მერყეობს, თუმცა ამას ემატება სხვადასხვა შემოსავალი.

ჩარლზ ოლივეირას ჯამური გამომუშავება მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლისთვის 1.5 მილიონიდან 2.5 მილიონ დოლარამდე იქნება.

Facebook კომენტარები