17 საათის და 49 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ეს ყველაფერი ასე დაიწყო - მერაბ დვალიშვილი ცარუკიანისა და პოულასის დაპირისპირებას ეხმაურება

მერაბ დვალიშვილი არიელ ჰელვანის გადაცემაში ცარუკიანისა და პოულასის დაპირისპირებას გამოეხმაურა RAF-ის ჭიდაობის ივენთზე.

„ვფიქრობ, ეს ყველაფერი გიორგიმ დაიწყო და ის ზედმეტებს აკეთებდა. დიახ, გიორგი ნამდვილად აჭარბებდა. ის ძალიან აგრესიულად ჩხუბობდა და ჩვენ ისიც ვნახეთ, როგორ აწვებოდა მას პირდაპირ სახეში“, - ამბობს მერაბი.

კონფლიქტი კვირას მოხდა, ჭიდაობაში ცარუკიანმა მოიგო, რის შემდეგაც ჩხუბი დაიწყო.

Facebook კომენტარები