1 წლის და 8 თვის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

"კაშიას და კანკავას წარმატებებს ვერ ვუსურვებ, მათთან თამაშს მოუთმენლად ველი" - კიტეიშვილი

როგორც მოგეხსენებათ, კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმს" ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას "სლოვან ბრატისლავა" დაუპირისპირდება.

ამ თამაშთან დაკავშირებით კიტემ ავსტრიულ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაპირისპირებას მოუთმენლად ელის:

"სლოვანის" მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ გუნდს ოთხი წლის განმავლობაში წვრთნიდა და მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. მას უყვარს ქართველი ხალხი და ამავდროულად, საქართველოშიც ყველას უყვარს ის.

მცველი გურამ კაშია და ნახევარმცველი ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრების ლეგენდარული კაპიტნები არიან. ორივე მათგანი ეროვნულ გუნდში ასზე მეტ მატჩს ითვლის. ცოტა დასანანია, რომ ამჯერად მათ წარმატებებს ვერ ვუსურვებ, მაგრამ მოუთმენლად ველოდები მათ წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობას, - თქვა კიტემ.

Facebook კომენტარები