11 საათის და 59 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ეს მართლაც რომ ურთულესია, მძიმე სიტუაციაა - მატვეი საფონოვი ალაპარაკდა

პსჟ-ს მეკარემ მატვეი საფონოვმა ლუკა შევალიესთან კონკურენციის შესახებ ისაუბრა.

რუსი მეკარის თქმით, ეს ადვილი არ არის, თუმცა კონკურენცია ყველა პოზიციაზე საჭიროა.

"კონკურენცია ლუკა შევალიესთან? რთული სიტუაციაა. ჩვენს გუნდში ყველა პოზიციაზე კონკურენციაა, მათ შორის მეკარეებს შორის. ბოლო მატჩებში მე უფრო ხშირად ვთამაშობდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძირითად შემადგენლობაში შემდეგ შეხვედრაშიც მე ვიქნები. მუშაობა უნდა გავაგრძელო და ვცადო, რომ ყველა მატჩში სასტარტო თერთმეტეულში ადგილი დავიმსახურო", - საფონოვის სიტყვებს Le Figaro ციტირებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში საფონოვმა პსჟ-ს კარი 9-ჯერ დაიცვა, 10 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა. რაც შეეხება შევალიეს, ფრანგმა მეკარემ 26 მატჩში 28 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 10-ჯერ შეინახა.

Facebook კომენტარები