2 საათის და 28 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

კვარას ტრავმა აქვს? - ფრანგი ჟურნალისტი ინფორმაციას ავრცელებს

ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა RMC Sport-ის ინაფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მონაკოს“ გუშინდელ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია დისკომფორტის გამო შეცვალეს. 

გამოცემის ჟურნალისტის, არტურ პეროს ცნობით, უსმან დემბელეს ტრავმის ფონზე ამან პარიზელების მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო დაამძიმოს. რას წერს გამოცემა:

 „ხვიჩა კვარაცხელიას ფიზიკური მდგომარეობა დეტალურ დაკვირვებას საჭიროებს, ვინაიდან შეცვლამდე ქართველი ფეხბურთელმა საკმაოდ შემაშფოთებელი ნიშნები გამოავლინა. ლუის ენრიკემ და სამედიცინო პერსონალმა რამდენჯერმე ჰკითხეს ხვიჩას, თუ როგორ გრძნობდა ის თავს, შემდეგ კი კვარაცხელია ლი კანგინმა შეცვალა“. 

აქვე გეტყვით, რომ უსმან დემბელემ მოედანი ტრავმის გამო 27-ე წუთზე დატოვა, მატჩის შემდეგ კი ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ფრანგი შემტევის შესახებ მეტი ინფორმაცია მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი, შეცვლის მიზეზი კი ის გახდა, რომ მატჩის საწყის წუთებზე „მონაკოს“ ფეხბურთელმა უსმან დემბელეს ფეხი ჩაარტყა, რის გამოც ფრანგს სირბილი უჭირდა. ცნობისთვის, პსჟ-მა „მონაკოს“ 3:2 მოუგო და განმეორებით მატჩში „პარკ დე პრენსზე“ 25 თებერვალს საქმის ბოლომდე მიყვანას შეეცდება.

Facebook კომენტარები