18 საათის და 48 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

მიდის თუ რჩება - ლუის ენრიკეს საბოლოო პასუხი ცნობილია

„მარკა“ „ბილდზე“ დაყრდნობით იტყობინება, რომ ზაფხულში მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეიძლება პსჟ დატოვოს.

გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, ლუის ენრიკე პსჟ-დან წასვლაზე ფიქრობს, რადგან ამ კლუბში თითქმის ყველა ტურნირი მოიგო, გუნდი წარმატებულად ასპარეზობას აგრძელებს, თუმცა ძველებურად დამაჯერებელი ვერაა და ესპანელ სპეციალისტს ახალი გამოწვევა სჭირდება.

მოკლედ, არაა გამორიცხული, ესპანელმა სპეციალისტმა ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტი არ გააგრძელოს და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რომელიმე წამყვან ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში. 

Facebook კომენტარები