იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში "ნაპოლიმ" "კალიარი" დაამარცხა, ანგარიშით 2:1. ნეაპოლელთა გამარჯვების გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. 22 წლის გარემარბმა ვიქტორ ოსიმენის ბრწყინვალე ასისტით ისარგებლა.
საფეხბურთო სტატისტიკის ყველაზე სანდო სააგენტომ, Opta-მ კვარას წარმატებული შეხვედრის შემდეგ საინტერესო მაჩვენებლის დაფიქსირების შესახებ გვამცნო.
აი, რას ვკითხულობთ პოსტში:
"ხვიჩა კვარაცხელიამ პირდაპირი მონაწილეობა მიიღო 30 გოლში (17 გოლი, 13 ასისტი) სერია ა-ს 49 მატჩში. 2004/2005 წლების სეზონიდან მოყოლებული, მხოლოდ დომენიკო ბერარდის (31 გოლ+ასისტი პირველ 42 მატჩში) და პატოს (30/45) ჰქონდათ გოლი და საგოლე გადაცემების ჯამურ მაჩვენებელში 30-ზე მეტი მოქმედება, ხვიჩაზე ახალგაზრდა ასაკში, სანამ სერია ა-ში 50-მატჩიან ნიშნულს გადააბიჯებდნენ."
შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კვარას უკვე 5 გოლი დაუგროვდა. იქამდე მან "უდინეზეს", "ვერონას" (დუბლი) და "ატალანტას" გაუტანა.