11 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

ვინ შეცვლის სტეფანო პიოლის - 3 კანდიდატი

"მილანის" ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიება უკვე დაიწყო. ამის შესახებ Tuttosport იუწყება.

გადაწყვეტილებას "როსონერის" აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯო ფურლანი, ტექნიკური დირექტორი ჯოფრი მონკადა და სპორტული დირექტორი ანტონიო ოტავიო მიიღებენ. თავის სიტყვას იტყვის ლომბარდიელთა მრჩეველი ზლატან იბრაჰიმოვიჩიც.

იტალიური გამოცემა "შავ-წითლების" თავკაცის პოსტზე 3 კანდიდატს ასახელებს:

  • ტიაგო მოტა (ბოლონია)
  • ვინჩენცო იტალიანო (ფიორენტინა)
  • ფრანჩესკო ფარიოლი (ნიცა)

ის, რომ მილანელები ახალი სპეციალისტის მოყვანას ზაფხულში აპირებენ, პიოლისთვის წელს რამის გარანტია საერთოდ არ არის. "სასუოლოსთან", "კალიარისთან" (კოპა იტალიაზე) და "ემპოლისთან" ნაჩვენები ცუდი შედეგი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ სტეფანოს ახლავე მიუთითონ კარისთვის.

ამ შემთხვევაში "მილანს" დროებით მწვრთნელად იგნაციო აბატე ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ "როსონერი" სერია ა-ს ცხრილში მე-3 პოზიციაზე, ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდი ჯგუფში ჩარჩა და ევროპა ლიგაზე გადაერთო.

Facebook კომენტარები